თეგებით ძიება

"ოცნების" წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი მეორე სართულიდან" - ნიკა გვარამია ქარელში მომხდარ შემთხვევაზე

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" შტაბის მეორე სართულიდან არხის ოპერატორი პარტიის წევრებმა გადააგდეს.

"მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.

ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?

ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება", - წერს გვარამია ფეისბუქზე.



"ოცნების" წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი მე-2 სართულიდან" - ნიკა გვარამია ოპერატორზე თავდასხმის ახალ დეტალებს ავრცელებს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა