თეგებით ძიება

"მოდით და დაგვხოცეთ! ბარემ, მოდით და ისე სასიკვდილოდ გვირტყით, როგორც ლექსო ლაშქარავას!" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია "მთავარი არხის" ოპერატორის, კლევან აბლოთიას "ქარელში, "ოცნების შტაბში" დაშავებას სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება:

"ბარემ მოდით და დაგვხოცეთ! ბარემ მოდით და ისე სასიკვდილოდ გვირტყით, როგორც ლექსო ლაშქარავას!!! ბარემ სახლებში შემოგვივარდით და ისე გაგვაჩუმეთ!!!!! სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს ,,მთავარი არხიდან", - წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ბექა ყორშიას და ოპერატორ ლევან აბლოთიას ქარელში, "ოცნების" შტაბის წარმომადგენლები რეპორტაჟის გადაღების დროს თავს დაესხნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს. ბრალდებას უარყოფს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე და აცხადებს, რომ ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

ლევან აბლოთიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა დაუდგინდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა