თეგებით ძიება

"ომი გინდათ? - მიიღებთ! შეგაკვდებით..." - ვის მიმართავს ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე ქარელში, "ოცნების" შტაბში "მთავარი არხის" ოპერატორის, ლევან აბლოთიას დაშავების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ქარელში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ,ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს !
ქარელის მერობის კანდიდატი "კუდის" ყოფილი აგენტია-მეტსახელად"ოსტატი"
ომი გინდათ,?-მიიღებთ !
შეგაკვდებით და ამ ქვეყანას არ დაგითმობთ!!!", - წერს ელისო კილაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ბექა ყორშიას და ოპერატორ ლევან აბლოთიას ქარელში, "ოცნების" შტაბის წარმომადგენლები რეპორტაჟის გადაღების დროს თავს დაესხნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს. ბრალდებას უარყოფს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე და აცხადებს, რომ ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

ლევან აბლოთიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა დაუდგინდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა