თეგებით ძიება

"დააკვირდით ადამიანებს ექსტრემალურ, სტრესულ სიტუაციაში, ამ დროს ვლინდება მათი ჭეშმარიტი ბუნება" - რას გვირჩევს ასტროლოგი

ასტროლოგი, რამაზ გიგაურის რჩევით, ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების დასადგენად, მას სტრესულ, ექსტრემალურ ვითარებაში უნდა დააკვირდე, რადგან მაშინ ვლინდება ადამიანის რეალური სახე.

"ექსტრემალური სიტუაცია - ეს არის ადამიანის გამხსნელი. მისი ჭეშმარიტი ბუნების გამოვლენის საშუალება.
სწორედ ამიტომ მიყვარს პირადი ჰოროსკოპის მე-8 სახლი.
სწორედ ეს სახლი განკარგავს ექსრემალურ სიტუაციას, სტრესს, სასიკვდილო საფრთხეს.
სწორედ ექსტრემალური სიტუაცია აჩენს ადამიანის ნამდვილ სახეს. როცა დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში დავარცხნილი ბუნება ისე აიშლება და გადმოყირავდება ხოლმე, როგორც ქარში ასაკოვანი კაცის მოშვებული და ერთ მხარეს გადავარცხნილი თმა-ტალავერი.

ზოგჯერ ადამიანი მშვიდად მოგოგმანეა, ტკბილი, მაგრამ როგორც კი რაიმე დაემუქრება, უცბად, მოულოდნელად, ექსტრემალური სიტუაცია იქმნება, იმ წუთას ფრთებშრიალა ანგელოზი საშინელ დემონად იქცევა ან პირიქით, აზროვნების და გრძნობების სრული ატროფია ემართება.
ავე პლუტონის ძალას!

P.S. დააკვირდით ადამიანებს ექსტრემალურ, სტრესულ სიტუაციაში, როცა მათ სიმშვიდეს რაიმე ემუქრება, როგორ აზროვნებენ, როგორ ავლენენს ემოციას, როგორ მეტყველებენ, რა ლექსიკას იყენებენ. აქ, ამ დროს ვლინდება მათი ჭეშმარიტი ბუნება", - წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა