თეგებით ძიება

„მხოლოდ საქართველოში ზეიმობს ეშმაკი!" - ანი კვარაცხელია 20 წლის გარდაცვლილზე

ჟურნალისტი ანი კვარაცხელია სოციალურ ქსელში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაზე საუბრობს და წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში მატულობს კრიმინალი და არ იცი, შემდეგი შენ იქნები თუ არა.

„20 წლის ნიკო, რომელსაც გუშინ, დღის შუქზე, 8 ტყვია ესროლეს, დღეს დილით გარდაიცვალა. თავდამსხმელი ამ დრომდე მიმალულია...

ეს საქართველოა და დიახ, მხოლოდ საქართველოში ზეიმობს ეშმაკი! მატულობს კრიმინალი და არ იცი, შემდეგი შენ იქნები თუ არა...

ნიკოზე კი გეტყვით, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ქმედითიუნარიანი ახალგაზრდა, რომელმაც ამ ასაკში შეძლო და დაიპყრო მწვერვალები!

იყო Forbes-ის 30 -წლამდელთა გამარჯვებული, ქართული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი... ამაყი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა მასთან ერთად... თანავუგრძნობ მთელ ოჯახს, მეგობრებს - სრულიად საქართველოს! ცუდად ვარ! კიდევ ერთი ტრაგიკული დილა გათენდა, რომელსაც ასევე უმართავი კოვიდსტატისტიკა ემატება", - წერს ანი კვარაცხელია.


ცნობისთვის, 20 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ვერაზე 15 სექტემბერს ჩაცხრილეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა