თეგებით ძიება

"გასკდა გული!.. სრულიად უცნობი ბავშვი საკუთარივით მეცოდება! მეშინია შვილების გამო..." - დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია თბილისში ჩაცხრილულ ნიკო კვარაცხელაის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"გასკდა გული!..
როგორც ჩანს ცოდნაზე, სწავლაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალს, ვიღაც სალახანამ სიცოცხლე მოუსპო! დაიჭერენ ამ ვიგინდარას, მოიხდის 15 წელს ციხეს- შეიძლება საჩივარიც დაწეროს ციხეში, "ყავა შეციებული იყოო", გამოვა და რა?.. რას შექმნის? 99.9%-ით არაფერს სასიკეთოს. მომავალი კი წაგვართვა... მერამდენედ უნდა ვიტიროთ ჩვენი ღირსეული შვილები, პარაზიტების ხელიდან გაწირულები!!? მართლა არანაირი კომპრომისი არ შეიძლება კრიმინალთან! მერამდენედ ვამბობ: ხალხის დაკვეთა 2012 წელს იყო- " უდანაშაულო ხალხს, მხოლოდ ფულის წაგლეჯვის მიზნით ნუ მოუწყობს მთავრობა პროსკრიპციებს", თორემ არავის უთქვამს ნაღდი კრიმანალები თავზე დაისვით და ეფერეთო! მესმის, როდესაც უკომპრომისო ბრძოლას აჩაღებ კრიმინალთან, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ უდანაშაულო ადამიანებიც არ მოყვეს შემთხვევით. მაგრამ ციხეში ხომ მაინც შეიძლება ცოტა სიმკაცრე? ციხის მაინც რომ ეშინოდეს ადამიანს და სანატორიუმივით არ მიდიოდეს! მოვკვდი დღეს ამ ბიჭის ამბით.. სრულიად უცნობი ბავშვი საკუთარივით მეცოდება! საკუთარი თავიც მეცოდება და მეშინია შვილების გამო....", -წერს გადელია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა