თეგებით ძიება

"არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან შვილს გარდაცვალების ამბავი, არაა!" - ნინო ზამბახიძე მედიას მიმართავს

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის გაშუქების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მედიას მიმართავს:

"უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი , მესმის რომ შეიძლება არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის რომ გინდათ გააშუქოთ რაც ხდება ქვეყანაში მაგრამ: არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი არაა!!! წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ გემუდარებით!
ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ეხლა მოფრინავს რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა\', - წერს ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა