თეგებით ძიება

"გადავარჩინოთ "კოვიდი"!...შეუნდეთ პატრონს შეცდომა და დაუბრუნეთ "კოვიდი" - (ვიდეო)

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მიმართვა ვრცელდება. განცხადებში მგლის სახელად "კოვიდის" მისი პატრონისთვის დაბრუნების მოწოდებას ვკითხულობთ.

"გადავარჩინოთ ,,კოვიდი"!!!.
ის სხვაგან, გინდა ზოოპარკში (სხვა მგლები მოკლავენ) ან ტყეში (შიმშილით მოკვდება) ვერ გადარჩება.
იცით ამ მგლის ისტორია?

ბატონმა კახამ 20 თვის წინ ორი თვალაუხელელი მგლის ლეკვი იპოვა, საწოვარათი გაზარდა, ერთი მოკვდა, მეორე გადაარჩინა. პანდემია ახალი დაწყებული იყო და ამიტომ დაარქვა ,,კოვიდი." 20 თვე სხვა ძაღლებთან ერთად გაზარდა, დღე გრძელ ტროსზე ჯაჭვით ყავდა დაბმული, საღამოს კი როცა ტერიტორიის კარები იკეტებოდა სხვა ძაღლებთან ერთად თავისუფლად მოძრაობდა.

მას თავი ძაღლი გონია, აგრესია არ გააჩნია ადამიანის მიმართ. ეს კადრებშიც ჩანს, სულ უცხო ადამიანსაც კი არ გაკრა კბილი, როცა პატრონს ჩამოართვეს და სრულიად უდანაშაულო დააპატიმრეს.

რა თქმა უნდა დასაგმობია, როცა შენ გაზრდილ და ერთგულ ოთხფეხა მეგობარს ძალით გინდა არაყს ან კოკა-კოლას ჩაასხავ ხახაში. ეს შეცდომა ბატონმა კახამაც აღიარა და ძალიან დარდობს, მაგრამ ამით ,,კოვიდი" არ მომკვდარა.

რა ვქნათ ეხლა? ამ შეცდომის გამო დავსაჯოთ პატრონი მგლის ჩამორთმევით და მგელი მოვკლათ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას ,,კოვიდის" სიცოცხლეზე ?
სახელმწიფოს ხალხი კიდია ფეხებზე, მგელი მითუმეტეს.

სად წაიყვანეს იცით? დათვების კერძო თავშესაფარში, რომლის აშენებაში (ჩემგან განსხვავებით) სახელმწიფოს ერთი თეთრი არ აქვს ჩადებული, უფრო მეტიც, ერთი ნაჭერი პურიც კი არ მიუტანია. ამით სახელმწიფომ აიცილა პასუხისმგებლობა თავიდან და ,,კოვიდის" სიკვდილს დათვების კერძო თავშესაფარის მეპატრონეს შეაწმენდს. სპეციალისტებმა იციან თუ როგორი ერთგულია მგელი. ის კახას(მისი გადამრჩენელის და გამზრდელის) გარეშე მოკვდება და მერე მე მოგდგებით და არ დავიღლები თქვენი ოჯახის გინებით.

ნუ დაიდებთ მგლის და ბატონი კახას ცოდვას, შეუნდეთ მას ეს შეცდომა და დაუბრუნეთ ,,კოვიდი"", - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანა, მეპატრონე კი დააჯარიმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა