თეგებით ძიება

"ვიქოთქოთოთ ახლა, ვღვაროთ ცრემლები ეს რა ბიჭი მოგვიკლესო...ამაყი ქართველები... " - ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვიქოთქოთოთ ეხლა, ვღვაროთ ცრემლები, წავიშინოთ თავში ხელი ეს რა ბიჭი მოგვიკლესო და ხვალ დილით ისევ ისე მთქნარებით წამოვიზლაზნოთ, ყავა დავლიოთ, ვისაუზმოთ და მერე ახალ ამბებს დაველოდოთ ამაყი ქართველები...

ყველა მკვლელობის თანამონაწილე ვართ, და არა მარტო ამ მკვლელობის – ყველა, სანამ სახლებში ვყრივართ და არაფრის შეცვლაზე არ ვფიქრობთ!
ასეა ეს!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა