თეგებით ძიება

"ამ ბიჭმა მოახერხა ბნელი წრიდან გამოსვლა...მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისში, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ერთია როცა თავად ირჩევ იყო მკვლელი, ძველი ბიჭი, ქურდული მენტალიტეტი გმართავდეს, საქმეებს არჩევდე, მაგრამ მეორეა, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, ამ გარემოში დაბადებული, მაგრამ განათლებას იღებ, ვითარდები და უარს ამბობ ყველაფერზე, რაც წესით მემკვიდრეობით გერგო. სხვაა, როცა რადიკალურად სხვა გზას ირჩევ.

ამ ბიჭმა ეს მოახერხა. მოახერხა ბნელი წრიდან გამოსვლა და ჯერ მხოლოდ 22 წლის ასაკში შექმნა საკუთარი და რაც მთავარია ღირებული, ახალი, ინოვაციური. მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს!
ვუსურვებ ბნელს და უკუნს ყველას ვინც ამ ამბავში გარეულია!
და ყველას, ვინც ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს! ზუსტად იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს რაც, ამ უკარგესმა ბიჭმა
ბოლო წუთებში გაიარა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა