თეგებით ძიება

"გახარიას გაშავება დაჭირდათ და თურმე მას პერსონალურად დაუთხრია თვალები... ეს ამდენი წელი რიხით "აპრავეს", რომ ამით "გადატრიალება" აღკვეთეს" - სალომე ასათიანი

ჟურნალისტი, სალომე ასათიანი ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გაყრის შემდეგ, ყოფილ თანაგუნდელებს შორის არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურებს:

"ადამიანების დათხრილი თვალებით, ნაწამები და დახოცილი სხეულებით პოლიტიკური თამაშობები ჩვენში უკვე ისეთ მასშტაბებზეა, ახალი სიტყვაა მოსაფიქრებელი ამის აღსაწერად, არანაირი "ცინიზმი", "სისასტიკე" ან "უმსგავსობა" არ ყოფნის. გახარიას გაშავება დაჭირდათ და თურმე მას პერსონალურად დაუთხრია თვალები უდანაშაულო ადამიანებისთვის, დანარჩენები კი "გაოგნებულები" უყურებდნენ ამ საშინელებას. მერე კი გაოგნებულებივე გამოლაგდნენ და ეს დათხრილი თვალები ამდენი წელი რიხით აპრავეს, რომ ამით "გადატრიალება" აღკვეთეს. წინა მთავრობის გამომძიებლებიც აგერ ციხეებიდანაც გამოყავთ, იქნებ ისევ გააგრძელონ სადიზმით ბავშვების თვითმკვლელობამდე მიყვანა. ადამიანი და მისი სიცოცხლე აბსოლუტურად კიდიათ და აღარც მალავენ ამას. სათამაშოდ გაიხადეს, პოლიტიკური პინგ-პონგისთვის. ეს არაა "პოლიტიკა" და მართლა რაღაც ახალი ცნება უნდა მოვიფიქროთ ამ საზარელი გულგრილობის და სიველურის სახელად", - წერს ასათიანი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ამჟამინდელი ლიდერები, ყოფილ თანაგუნდელს გიორგი გახარიას აკისრებენ 20 ივნისის, გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა