თეგებით ძიება

"ჭორიკანა, არც მეგობრობა რომ არ იციან, არც თანამშრომლობა ეგეთი კაცუნები გავწიოთ და შემოვწიოთ ვაჟკაცი გოგოები" - ნათია ფანჯიკიძე არჩევნებზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში არჩევნების საკითხს ეხება და ქალთა ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"რა მაგის პასუხია და ელენე ხოშტარიას ხომ აუცილებლად ვირჩევთ? ამ არჩევნებში სულ სათითაოდ დარჩეული გოგო-ბიჭები უნდა შევაგროვოთ, ერთერთი მთავარი კრიტერიუმით: მანიაკალური მიდრეკილებების გარეშე. თანაც კიდევ, კაცების დალაგებული ქალაქი კი კარგია, მაგრამ ქალმა თუ არ გადაავლო თვალი, მტვერი რჩებათ და ბილბორდების ნარჩენებს ვერ ფხეკენ კედლებიდან. გოგო დიასახლისი ძალიან გვჭირდება ჩემი აზრით, ოღონდ ამ აზრს თავს კი არ გახვევთ, არამედ გაწვდით. ხოდა, ჭორიკანა, არც მეგობრობა რომ არ იციან, არც თანამშრომლობა, არც ადამიანის პატივისცემა, ეგეთი კაცუნები გავწიოთ და შემოვწიოთ ვაჟკაცი გოგოები. ამ აზრსაც გაწვდით, კი არ გახვევთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა