თეგებით ძიება

"საქართველოს მინიმუმ მომდევნო ორი დეკადის განმავლობაში სპეცსამსახურები არ ეყოლება" - ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხვა არ ვიცი, მაგრამ ერთის თქმა აბსოლუტური რწმენით შემიძლია; საქართველოს მინიმუმ მომდევნო ორი დეკადის განმავლობაში სპეცსამსახურები არ ეყოლება.
სჭირდება თუ არა სპეცსამსახურები ქვეყანას, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, ბიზნეს-სტრუქტურები ძირითადათ პარაკრიმინალურია და საზოგადოებაში დომინანტობს კრიმინალური მენტალიტეტი, თავად განსაჯეთ.

სპეცსამსახურების და დამოუკიდებელი სასამართლოს აშენება უნდა ხდებოდეს "ალ კაპონეს ფენომენის" საფუძველზე; ანუ, მიუხედავად იმისა, რა კატეგორიის სისხლის სამართლის დამნაშავესთან გაქვს საქმე, სასამართლოს და სპეცსამსახურებს არ გარყვნი და არ ასწავლი საქმის "შეკერვას". დამნაშავეს ბრალს დასდებ მხოლოდ იმაში, რასაც ლეგალურად დაუმტკიცებ. ნებისმიერი გადახრა, რა კეთილშობილური მიზნითაც არ უნდა ხდებოდეს, უპირობოდ და შეუქცევადად რყვნის სასამართლოსაც და აღმასრულებელ სექტორსაც.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს "ალ კაპონეს ფენომენის" კულტურა. საზოგადოებამ უნდა შეძლოს შურისძიების დაუოკებელი ცდუნების კონტროლი, თორემ ძალადობა ჩამდენსაც და მაყურებელსაც ერთნაირად რყვნის და ათახსირებს.

ძალადობის და მუქარის ღია პროპაგანდა; სიძულვილის ენა, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების წახალისება წარმოადგენს სრულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ უმწიფრობას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებასაც და მათთვის სამართლებრივი ბაზისის შექმნასაც.

ამ ბაზისის გარეშე სახელმწიფო შეუმდგარია და მას ნორმალური არსებობა არ შეუძლია", - წერს გურული ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა