თეგებით ძიება

"აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სურ­და თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა..." - ახალი დეტალები კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეში (ვიდეო)

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს - გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბექა ჯაიანი, ამ დრომდე, დუმილის უფლებით სარგებლობს მისი ყოფილი შეყვარებული,  თუმცა, პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, მან ყველაფერი აღიარა.

"კურიერი P.S-მა“ ბექა ჯაიანის ჩვენების შინაარსი გაარკვია. ის ამბობდა, რომ ეჭვიანობდა, გარდა ამისა, კესო აბრამიძეს დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია და მკვლელობაც ამიტომ დაგეგმა.

მას შემ­დეგ, რაც ბექა ჯა­ი­ან­მა გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა და გა­რე­ცხა. ტაქ­სით დი­დუ­ბე­ში გა­ვი­და, იქი­დან სა­რა­ჯიშ­ვი­ლის მეტ­როს­თან. შემ­დეგ ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა და 100 დო­ლა­რად წაყ­ვა­ნა სთხო­ვა სა­მეგ­რე­ლო­ში. მა­ნამ­დე აფ­თი­აქ­ში შე­ვი­და და წამ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით.

"ბრალ­დე­ბუ­ლი გან­მარ­ტავს, რომ აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სურ­და თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა ჩხრე­კის შემ­დეგ ეს ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის ამო­ღე­ბუ­ლი. ის ცდი­ლობ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თბი­ლი­სი და შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო. ჯა­ი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლით" - ამ­ბობს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.

ბექა ჯა­ი­ა­ნი სამ­ტრე­დი­ა­ში და­ა­კა­ვეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა