თეგებით ძიება
23. 09. 2024 სპორტი

"მადლობა საქართველოს ამ საოცარი დღეებისთვის, ფანებს შევხვდი იმ ქვეყნიდან, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ“ - კაკა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ, რომელიც საქართველოს „ლეგენდების მატჩის“ ფარგლებში სტუმრობდა, საქართველოში გატარებული დღეების შესახებ Instagram-ზე პოსტი გაავრცელა და ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა საქართველოს ამ საოცარი დღეებისთვის. მშვენიერი დრო იყო საიმისოდ, რომ შესანიშნავ მეგობრებს შევხვედროდი და მეთამაშა სპორტის ის სახეობა, რომელიც მიყვარს. გულშემატკივრებს და ფანებს შევხვდი იმ ქვეყნიდან, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ.

და რა თქმა უნდა, ემოციები, რომლებიც მილანის 22-ნომრიანი მაისურის კიდევ ერთხელ ჩაცმამ მომგვარა. ძალიან ბედნიერი ვარ“, - დაწერა კაკამ. 

შეგახსენებთ, შეხვედრა „მილანისა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდებს შორის 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმრებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა