თეგებით ძიება

23-29 სექტემბერი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ამ კვირაში ბევრი თქვენგანი შეძლებს მიაღწიოს წარმატებას შრომისმოყვარეობისა და რიგ ვარსკვლავთა დადებითი გავლენის წყალობით. ეს საშუალებას მოგცემთ გადახედოთ თქვენს ზოგიერთ გრძელვადიან გეგმას და განახორციელოთ ისინი ვადაზე ადრე. ოთხშაბათი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ხუთშაბათს შეგიძლიათ მოგების იმედი გქონდეთ. შაბათ-კვირას ზოგიერთი თქვენგანი, დიდი ალბათობით, გარკვეული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. საჭიროების შემთხვევაში დახმარება მეგობრებს სთხოვეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

კურო

ამ კვირაში სამსახურში შესაძლებელია გადატვირთვა და ზედმეტი მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, ბევრ თქვენგანს  შესაძლებლობა ექნება გაიუმჯობესოს კარიერა. ფინანსურ სექტორში ასევე უნდა ელოდოთ ცვლილებებს უკეთესობისკენ, თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ თანმიმდევრული მიზნის მისაღწევად. ბევრი სანერვიულო არ გექნებათ, მაგრამ, თუ მხარდაჭერა დაგჭირდებათ, თქვენი მეგობრები თქვენ გვერდით იქნებიან. ამ კვირის ყველაზე დატვირთული დღე სამშაბათია, თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეები კი ორშაბათი და პარასკევი აღმოჩნდება.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

ტყუპი

ამ კვირაში ნებისმიერ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ და შესაძლო კამათიდან გამარჯვებული გამოხვალთ. როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში საქმეები ადვილად მოგვარდება და არ არის გამორიცხული მომგებიანი შემოთავაზებები. სამშაბათს საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ, რადგან თქვენი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. პარასკევს სავარაუდოა პერსპექტიული საუბარი, რომანტიკული შეხვედრა, ანდა ქორწინების შემოთავაზება. კვირის ბოლოს შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც მზად იქნებიან დაგეხმარონ ნებისმიერ დროს, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

კირჩხიბი

კარგი კვირაა. მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეამჩნევთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. დაისახეთ მიზნები და შეძლებთ მათ მიღწევას. იუპიტერი გარანტიას გაძლევთ, რომ სამუშაოს დროულად დაასრულებთ და ლიდერებს შორის იქნებით. თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან იქნება ძალიან ხელსაყრელი, ხოლო რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, შეძლებთ საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ დრო. ეს კვირა დიდ შესაძლებლობას გაძლევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

ლომი

ამ კვირაში თქვენი პრიორიტეტები შესაძლოა სერიოზულად შეიცვალოს იმ დიდი ცვლილებების გამო, რომლებიც ძალიან სავარაუდოა თქვენს ცხოვრებაში მოხდეს, რასაც ვარსკვლავების პოზიცია მოწმობს. ეს ცვლილებები ბევრ თქვენგანს უფრო ცოცხლად და ენერგიულად აგრძნობინებს თავს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. მოტივირებული იქნებით აკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გადადეთ. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, თავდაჯერებულობა წარმატების გასაღებია. არ არის გამორიცხული, რომ მოკლე შვებულებაში წასვლის სურვილი გაგიჩნდეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

ქალწული

კვირის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან, ზედმეტად არ უნდა ენდოთ მათ. სამშაბათს ნუ იჩქარებთ შემოთავაზებების მიღებას, რომლებიც უპირობოდ მომგებიანი გეჩვენებათ. მოგვიანებით რამდენიმე გაუთვალისწინებელი ნიუანსი გამოჩნდება. ხუთშაბათს რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. კვირის მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით, გექნებათ შესაძლებლობა, იმოგზაუროთ სიამოვნებისთვის ან მივლინებით. გაითვალისწინეთ: ვარსკვლავების პოზიცია მოულოდნელი ხარჯების გაწევის რისკზე მიუთითებს.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

სასწორი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ თქვენთვის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ. ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და შესაძლებელია რომანტიკული ნაცნობობაც. ადრე დაწყებული ბიზნესი წარმატებით განვითარდება. შესაძლოა გაურკვევლობა იგრძნოთ თქვენს მომავალთან დაკავშირებით, თუმცა თქვენი პოზიტიური მიდგომა ცხოვრებისადმი დაგეხმარებათ წონასწორობის აღდგენაში. შეეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ საყვარელი ადამიანების დახმარება.

სასიკეთო დღეები: 24, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

მორიელი

ამ კვირაში შეძლებთ ნაყოფიერად იმუშაოთ შემაწუხებელი წვრილმანების გარეშე. სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, დაწინაურებას შემოგთავაზებენ და მზად ხართ ამ პასუხისმგებლობისთვის. ეს არ არის საუკეთესო დრო ნებისმიერი წამოწყებისთვის, განსაკუთრებით სამსახურში. ახლა უმჯობესია არაფერი დაგეგმოთ, იცხოვროთ თავისუფალი განრიგის მიხედვით და თქვენი ინტუიცია არ გიმტყუნებთ. შაბათ-კვირა სავსე იქნება რომანტიკითა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

მშვილდოსანი

ამ კვირაში ნუ უგულებელყოფთ ადვოკატის ან ექიმისგან კვალიფიციური დახმარების მიღების შესაძლებლობას, ეს აუცილებლად გამოგადგებათ. სამშაბათს შესაძლებელია გარკვეული გაუგებრობები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. საკმაოდ ტრივიალურმა კითხვებმაც კი შეიძლება მოთმინება დაგაკარგვინოთ. არ მისცეთ უფლება ემოციებს, გაკონტროლონ, იყავით მომთმენი და იმოქმედეთ გააზრებულად. მრავალი დაბრკოლება, რომელიც წარმოიქმნება, მალე თავისით გაქრება. შაბათს მიღებულმა მოულოდნელმა ინფორმაციამ შეიძლება შეცვალოს თქვენი გეგმები და ცხოვრებაც კი.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

თხის რქა

ამ კვირაში უმეტესობა უნდა ელოდოს სერიოზულ ცვლილებებს  ცხოვრებაში, ვარსკვლავების გავლენის გამო. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ სამსახურთან დაკავშირებით. თქვენი ორგანიზაციული უნარები დაგეხმარებათ, გააძლიეროთ თქვენი ავტორიტეტი პროფესიულ სფეროში. ბიზნესპარტნიორებმა შეიძლება შეგაწუხონ. მოუსმინეთ კოლეგებისა და მეგობრების რჩევებს. ასევე მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. სავარაუდოდ, ეს საჭირო იქნება სახლის გასარემონტებლად ან ავეჯის შესაძენად. შაბათ-კვირას, თუ ეს შესაძლებელია, დაისვენეთ ბუნებაში.

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

მერწყული

ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ ეს კვირა თქვენთვის პოზიტიური პერიოდია ცხოვრების ყველა სფეროში. მოვლენების ეპიცენტრში იქნებით, მოგიწევთ ჩაუღრმავდეთ ყველაფერს, რაც ხდება და აიღოთ პასუხისმგებლობა. ბევრი თქვენგანს წარმატება ელის ფინანსური კუთხით, ძირითადად წარსულში განხორციელებული ინვესტიციების გამო. პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განერვიულებთ, მოგვარდება. ახლობლების მიმართ ძალიან გულუხვი იქნებით, საჭიროების შემთხვევაში ეცდებით ყველანაირად დაეხმაროთ მათ.

სასიკეთო დღეები: 24, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

თევზები

ამ კვირაში შეიძლება არ მოგეწონოთ ის, რაც თქვენ გარშემო ხდება. მაგრამ შეეცადეთ, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები. მოერიდეთ კამათს და კონფლიქტებს. იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ, იყავით თავაზიანი, დიპლომატი და ინტელექტუალი. მოგიწევთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და პარტნიორების ინტერესების გათვალისწინება. ახლა არ არის სამუშაოების შეცვლის ან ახალი პროექტების დაწყების დრო. მეტი ყურადღება და დრო  დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 28.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა