თეგებით ძიება

"იმედია, ხელისუფლება "კანონიერ ქურდს" შვილის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლებას მისცემს" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკო კვარაცხელიას მამაზე

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლებამ პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მამა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, გია კვარაცხელია შვილის დაკრძალვაზე საქართველოში უნდა შემოუშვას.

"ბოლო წლების მანძილზე ამ ქვეყანაში რომ ქურდები შემოდიან და გადიან ბავშვმაც კი იცის. ლავას ოღლის ჩართულობა არჩევნებში, ბათუმურ გარჩევებში ბევრჯერ დადასტურდა.

ამ ფონზე, იმედია ხელისუფლება მამას (კანონიერ ქურდს) შვილის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლებას მისცემს. არ მგონია ამ ქვეყანაზე არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ ამბავს გააპროტესტებს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა