თეგებით ძიება

"თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას... ეს რა ბიჭი მოკალით. თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები" - გიორგი გამსახურდია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ბოდიში ჩემი ავყიობისთვის, უბრალოდ ეს ისეთი შემთხვევაა, სადაც სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. თქვე ნაბიჭვრებო, თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას ვთ**რე, თქვე გარეწრებო, სისხლისმსმელო ბნელო გარეწრებო.

ეს რა ბიჭი, ეს რა სიცოცხლე და ადამიანი მოკალით. თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები“, – წერს გიორგი გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა