თეგებით ძიება

" გაფრთხილებთ!... მე და ჩემი ფრანგი კოლეგები ქართველი ემიგრანტებით არ ვვაჭრობთ..." - ნუგზარ სულაშვილი

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ხალხო კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ!
არავის არ გჭირდებათ ჩემთან შუამავლის მოძებნა. არ მაინტერესებს არც თქვენი აღმსარებლობა და არც პოლიტიკური შეხედულება. არც ის თუ სადმე ოდესმე მაგინეთ და მლანძღეთ. ორი დოზით ხარ აცრილი, თუ საერთოდ აუცრელი.

თქვენ საკუთარ შვილებზე და ოჯახის წევრებზე ახლობელი არავინ არ გყავთ. მეც თქვენსავით მიყვარს ჩემი შვილები, დედ-მაშივილები, მეგობრები. . .
თვლით, რომ შემიძლია დახმარება? ნუ ეძებთ შემოვლით გზებს. ჩემთან შუამავლებით საქმეს ვერ ჩააწყობთ! პირად ურთიერთობას კი ნამდვილად ააწყობთ თქვენს სასარგებლოდ. მხოლოდ მე შემიძლია გიპასუხოთ შემიძლია თუ არ შემიძლია დახმარება.

ნებისმიერი პირი, რომელიც გეუბნებათ რომ საქმეს ჩაგიწყობთ გასამრჯელოს სანაცვლოდ იცოდეთ, რომ თაღლითია.
მე და ჩემი ფრანგი კოლეგები ქართველი ემიგრანტებით არ ვვაჭრობთ. თუ ვინმე ფულს გძალავთ შუამავლობისთვის (რაც არაერთხელ მომხდარა) ამხილეთ! დავსჯით უმკაცრესად", - წერს სულაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა