თეგებით ძიება

"დიდება დედოფალს! ჩემი მხარდაჭერა ნონა გაფრინდაშვილს" - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ქართველ ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს მხარდაჭრას უცხადებს და Netflix-ის წინააღმდეგ მოჭადრაკეს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს:

"აი მარადონა რომ ყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას. ხალხნო, ჩვენ გვყავს ნონა!!! ნონა!!! ცოცხალი მსოფლიო ლეგენდა. ჩემი მხარდაჭერა ნონა გაფრინდაშვილს. თუ რამეში გამოადგება ჩემი საერთაშორისო სამართლებრივი ცოდნა და გამოცდილება, მზად ვარ. დიდება დედოფალს", - წერს ანა დოლიძე ფეისბუქზე.

შგახსენებთ, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, „ნეთფლიქსს“​ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს.

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.

გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე და დამამცირებელი ,1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან.

სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეთფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რითიც ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა