თეგებით ძიება

"მიმაჩნია, რომ ნიკო კვარაცხელიას მამას უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თბილისში მოკლული ნინო კვარაცხელიას მამას ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ გია კვარაცხელიას შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება უნდა მიეცეს.

"მიმაჩნია, რომ მოკლული უბრწყინვალესი ახალგაზრდის ნიკოლოზ კვარაცხელიას მამას უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება უპრობლემოდ. მშობელი მშობელია, იმის მიუხედავად რა ხედვები და პროფესია გააჩნია მას", - წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა