თეგებით ძიება

"ჩემს წინ მოწყენილი ზის ის არსება, რომელიც ებრძვის კაცობრიობას... ეს კადრი ფოტოაპარატმა დააფიქსირდა" - სასწაული, რომელსაც მომღერალი აზიარებს

მომღერალი ბექა ჩხაიძე, სოციალურ ქსელში სასწაულზე წერს, რომელიც მის მოძღვარს უკავშირდება და მხოლოდ ფოტოაპარატმა დააფიქსირა.


"ეხლა ერთი ამბავი მინდა გითხრათ და რატომ!? მამაო ( ჩემი მოძღვარი ) დიდ მარხვაში როცა ახერხებს მიდის ტყეში გამოქვაბულში მარტო სალოცავად,მხოლოდ სეფისკვერი და წყალი მიაქ ( ეხლა მეორე მონატერს აშენებენ აქვე მზოვრეთში და ამ ეტაპზე ვერ ახერხებს წასვლას ) 20 დღის შემდეგ ააკითხეს მამებმა ( ბერებმა თავისმა სულიერმა შვილებმა ) ერთი სტუმარი ახლდათ ფოტოაპარატით,მოშორებით იდგნენ მამაოსთან,იქ ახლოს ვერც მიხვალ,თითონაც თოკებით და კიბეებით შედის იმ გამოქვაბულში. როდესაც ესაუბრებოდნენ მამაომ უთხრა ამათ "ეხლა ჩემს წინ მოწყენილი ზის ის არსება რომელიც ებრძვის კაცობრიობას და ჩვენ, მაგრამ ღვთის წყალობით ვერაფერს ვერ მიხერხებს". არაფერი არ ჩანდა საერთოდ და ფოტოაპარატით გადაიღო სურათები იმ სტუმარმა და დაფიქსირდა ეს კადრი. ამით რისი თქმა მინდა!? მარტო ტელევიზორში რაც ხდება და რასაც აჩვენებენ ეგრე არ ხდება ჩვენ ქვეყანაში!!! ძალიან ძლიერი და მლოცველი ბერები,დედები და მამები არსებობს ხალხნო. განდეგილებიც რომლებიც მარტო ცხოვრობენ ტყეში და მთელი ცხოვრება იქ იქნებიან ლოცვაში. ასე რომ? დანარჩენი თქვენთვის მომინდია ... უკან მამაო ზის არ ჩანს კარგად ", - წერს ბექა ჩხაიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა