თეგებით ძიება

"ქართული ენის გენოციდისათვის, გაგასამართლებთ დედა ენის ძეგლთან" - ნათელაშვილი "ოცნებას"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოკუპირებულ გალსა და აფხაზეთში ქართული ენის აკრძალვას ეხმაურება და "ოცნების" ლიდერებს მოუწოდებს პუტინის რეჟიმის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვონ.

"გალის რაიონსა და აფხაზეთში აიკრძალა ქართული ენის სწავლება ოფიციალურად და გამოცხადდა იგი უცხო ენად, ეს იმ გენოციდის გაგრძელებაა, რასაც პუტინი და კრემლი ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმის თანამონაწილეობით და მდუმარებით, რომელსაც ერთი პროტესტი არ განუცხადებიათ არც ახლა ამ საშინელ ენობრივ გენოციდზე.

მივმართავ ივანიშვილის, ღარიბაშვილს, კუჭავას და მთელ ამ ბანდას, თუ თქვენ ახლა არ მოითხოვთ პუტინისა და მისი მთავრობის წევრების სანქცირებას ქართული ენის გენოციდისათვის, თქვენ გაგასამართლებთ დედა ენის ძეგლთან", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა იმერეთიდან, სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, "ლეიბორისტული" პარტიის სიის პირველი ნომრები წარადგინა.

ქუთაისის სიას - სამსონ გუგავა უხელმძღვანელებს მაჟორიტარებად კი შერჩეულები არიან:

მერაბ ჭუმბურიძე - უქიმერიონი-გელათის ოლქი
ირაკლი კიკვაძე - სულხან საბა-ვაკის ოლქი
მანანა ლეჟავა - კახიონური-მუხრანის ოლქი
გიორგი წკეპლაძე - ქალაქ მუზეუმის ოლქი
დურმიშხან ასათიანი - ნიკეა-ძელქვიანის ოლქი
გაგი ახალაძე - ავტოქარხნის ოქლი
იანა ჯანელიძე - გამარჯვების ოქლი.
ხონში სიის ლიდერია - მაია ლიპარიძე
სამტრედიაში - რეზო ჯულაყიძე
ვანში - მაია ხელაძე
ზესტაფონში - კახა კვერეხაძე
ხარაგაული - შალვა ხიჯაკაძე
თერჯილა - ვლადიმერ მაჩიტიძე
ცაგერი - ამირან მახარობლიძე
ლენტეხი - თამაზ ჯიქია
მესტია - ნარგის ნიგურიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა