თეგებით ძიება

"ხალხს უნდა სწორი გამოყენება..." - რა გამოხმაურება მოჰყვა სააკაშვილის ინიციატივას

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო ინოვაციური იდეების კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს მასპინძლობს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"როგორც ადრე დავაანონსე, გამოვაცხადე კონკურსი საუკეთესო ინოვაციურ იდეებზე - პირველი 20 მონაწილე გვესტუმრა კიევში.
ერთმანეთზე უკეთესი დისკუსია გვქონდა, ძალიან ღრმა და შინაარსიანი.

საქართველოს მართლაც ჰყავს ძალიან გონიერი ხალხი, უბრალოდ ამ ხალხს უნდა სწორი გამოყენება.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ შეექმნათ პირობები თავიანთ ქვეყანაში, თავის თავის რეალიზაციისთვის და არავითარ შემთხვევაში, ერთადერთ გამოსავლად არ დარჩეთ უცხოეთში გადახვეწა და პრაქტიკულად, სხვა ქვეყნების აყვავებაზე მუშაობა და საქართველოს დაკარგვა - საქართველოს მიერ მათი დაკარგვა", - წერს სააკაშვილი ფეისბიქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა