თეგებით ძიება

თბილისი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილია - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებითაა გამოხატული - კალაძე

თბილისი არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილი - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების წარდგენისას განაცხადა.

"მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, იმისთვის, რომ ეს დარგი და მიმართულებები, გაჯანსაღდეს. ჩვენს მრავალფეროვან და დიდი ისტორიის მქონე ქალაქს ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი კულტურული ტრადიციები აქვს. თბილისი არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილი - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული. ამიტომ, კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის ინსტიტუციურ დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლებში ვაპირებთ", - აცხადებს კალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა