თეგებით ძიება

სიკვდილიანობა რეგიონების ასაკოვანი მოსახლეობის ხარჯზე იქნება - ჭიაბერაშვილის კოვიდპროგნოზი

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში არსებულ კოვიდვითარებას და ვაქცინაციის პროცეს სოციალურ ქსელში აანალიზებს:

"თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია. ძალიან კარგი!
ოღონდ გავიაზროთ, რომ
- ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24.7%
- ერთი დოზით - კიდევ 8.3%
- აცრილებში ნახევარი თბილისზე მოდის მაშინ, როდესაც მოსახლეობაში თბილისის წილი მესამედია

ეს ნიშნავს:

- რეგიონებში, სადაც მოსახლეობა უფრო ასაკოვანია, აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია
- რეგიონებში, სადაც ინტერნეტის/სოციალური ქსელების მოხმარება დაბალია, სანდო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ ნაკლებად აღწევს იმ პირობებში, როდესაც მთავრობა სატელევიზიო რეკლამას არ უშვებს
- რეგიონებში გაცილებით რთულია ვაქცინაციის პუნქტამდე მისვლა (ზოგიერთი სოფლიდან რაიონულ პუნქტამდე 50 კმ-ია)
- რეგიონებში უფრო დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ვიდრე თბილისში

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ფართოდაა მოდებული რეგიონებში, მომდევნო თვეების განმავლობაში სიკვდილიანობა მეტწილად რეგიონების ასაკოვანი მოსახლეობის ხარჯზე იქნება.

ამ მთავრობას ადამიანის სიცოცხლე არ ანაღვლებს, ვიცით, მაგრამ თუ რაიმე კიდევ ანაღვლებს, განწყობები თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, რადგან დიდი ქალაქების ძირითადად ფბ-მომხმარებელი ახალგაზრდა მოსახლეობა ქმნის "საზოგადოებრივ აზრს" ტვ-სა და სოციალურ მედიაში. ურბანული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც აცრა უნდოდა, აიცრა კიდეც. ამან არ უნდა ჩააცხროს ჩვენი აქტიურობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ჩვენი ადამიანური ვალია, გვახსოვდეს, რომ რეგიონებში მოხუცები დაუცველები არიან. და სულ ვილაპარაკოთ ამაზე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი სათანადოდ მივხედოთ მათ", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა