თეგებით ძიება

თუ ხელშეკრულება ძალაშია და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, რეაგირება უნდა მოჰყვეს -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ კომპანია ალმასა და NCDC-ის შორის ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერები მაინც ჩაანაცვლეს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ამაზე კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ დეტალები მხარეებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.

"არ ვიცნობ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდემდე იყო გაფორმებული, შესაბამისად ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისეა, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს რა თქმა უნდა, ცუდია და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, თუ ასეა",- ამბობს კალაძე.

სიძულვილის ბანერები როგორც თბილისში, ისე ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა