თეგებით ძიება

დამნაშავე უნდა დაისაჯოს... არავითარი გამართლება არ აქვს - ირაკლი კობახიძე დმანისის მოვლენებზე

დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი დმანისში "ნაცმოძრაობის" აქტივისტების დაჭრის ფაქტს.

„ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელი.

ამ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც წაახალისებს ძალადობას, სიძულვილს, ზიზღს და ა.შ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ რიგში, თავისი ტელევიზიებით“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა