თეგებით ძიება

გუშინ ვნახეთ დაბნეული გახარია, პატარა ნათელაშვილი და მელიას გაქცევა - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საზოგადოებრივ არხზე გამართულ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს ეხმაურება - "გუშინ საზოგადოებრივი არხის ეთერში მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა, ეს იყო ერთგვარი შესაძლებლობა, რომელიც მერობის კანდიდატთა დიდმა ნაწილმა ვერ/არ გამოიყენა. დასაწყისში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დებატის ფორმატი, რომელიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტის მქონე სახელმწიფოებში გამართული შოუს ანალოგი იყო".

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, მას იმედები გაუცრუვდა, რადგან კახა კალაძის გარდა თბილისის მერობის არცერთ კანდიდატს დედაქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა არ აქვს:

„მქონდა სურვილი და მოლოდინი, რომ დებატები, საქმეზე ორიენტირებული და არგუმენტირებული იქნებოდა, მოვისმენდი თბილისის განვითარების მკაფიო გეგმებს და არა გულზე მჯიღის ცემას, სამწუხაროდ იმედები გამიცრუვდა რადგან მოქმედი მერის გარდა, არცერთ კანდიდატს თბილისის განვითარების კონკრეტული გეგმა არ აქვს. გუშინ ვნახეთ დაბნეული გახარია, პატარა ნათელაშვილი, კომპეტენციის არ მქონე ადამიანების მთელი ჯგუფი და მელიას გაქცევა.

მელია ცალკე ფენომენია, რომელიც მოქმედებს პრინციპით „საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა“ მოძალადის მიერ სხვისკენ თითის გაშვერა და დადანაშაულება, როგორც მინიმუმ ცუდი ტონია... მელია გაიქცა, გაიქცა ისე რომ მიკროფონიც თან წაიღო. იცოდა, რომ დებატებში დამარცხდებოდა, სწორედ ამიტომ გაიქცა და ამით უფრო დიდი სირცხვილი და მარცხი განიცადა. გაქცევა სუსტებს ახასიათებთ, დარჩენა და ოპონირება და კი ძლიერების თვისებაა. გუშინდელი მელიას საქციელი იყო როგორც მერობის კანდიდატთა, ასევე, თბილისელების შეურაცხყოფა. კალაძეს ერთი დიდი უპირატესობა აქვს, ის მოქმედი მერია, რომელსაც ქალაქის გულისცემა იცის, იცის რა სჭირდება ქალაქს და კონკრეტულ უბანს, მერობის სხვა კანდიდატები კი პროგრამის ნაცვლად, ვარაუდზე დაფუძნებულ აბსტრაქტულ განვითარებას გვპირდება. დებატების ფორმატი, კანდიდატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ყველას კითხვა კალაძის მიმართ ჰქონდა, მაგრამ მათ ჟარგონზე რომ ვთქვათ კალაძე ვერ „გაჭედეს“, რაც მათ არაკომპეტენტურობას ადასტურებს. არათუ გაჭედეს, არამედ მოქმედი მერისგან კომპეტენტური და კვალიფიციური პასუხი მიიღეს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა