თეგებით ძიება

"დიპლომატებს არავინ უსმენდა" - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას გამოეხმაურა და თქვა, რომ დიპლომატებს არავინ უსმენდა.

სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ კალაძემ განსხვავებული განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ უწყებამ უნდა მოუსმინოს "ყველას ვინც მოსასმენია", მათ შორის "თუ საჭიროა" დიპლომატებსაც.

კახა კალაძე ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამის შემდეგ დადგინდება ყველაფერი.

"დიპლომატებს არავინ უსმენდა, ხაზგასმით ვამბობ ამას და კიდევ ერთხელ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. არ ვიცი რაზეა საუბარი, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ყველაფერი უნდა გახდეს ცხადი",-თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა