თეგებით ძიება

ახალგაზრდებს იჭერენ და ხმების სანაცვლოდ, მათი თავისუფლებით ვაჭრობენ - ირაკლი კუპრაძე

"ლელო საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ აკავებს ახალგაზრდებს და ხმების სანაცვლოდ მათი თავისუფლებით ვაჭრობს.

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულების ოჯახის წევრები ამ თემაზე მედიასთან საუბარს ერიდებიან და მზად არიან ახალგაზრდების გათავისუფლების სანაცვლოდ, ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მობილიზებაზე იმუშაონ.

კუპრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტონ მსგავსი მეთოდებით ოპოზიციასთან ბრძოლა და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა