თეგებით ძიება

დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში - მერის მოადგილემ ენმ-ს წევრს მობილური წაართვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატს მობილური ტელეფონი წაართვა. შემთხვევა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, მოხდა.

ენმ-ს მერობის კანდიდატის, მიშა ბოლქვაძის განმარტებით, გამგეობაში მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებულებთან ერთად მივიდნენ, რათა მოსახლეობა მერს შეხვედროდა.

მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს იმ დროს წაართვეს, როცა ის Facebook-ზე "ლაივში" იყო. გავრცელებული კადრების მიხედვით, მერის მოადგილე შეხვედრის გადაღებამ გააღიზიანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა