თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მივიდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი მივიდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთეს და მედიის კითხვებს არ უპასუხეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე ქართული ოცნების ლიდერებს სავარაუდოდ მოუწევთ ახსნა-განმარტებების მიცემა სუს-დან გამოჟონილ ფაილებზე, სადაც დიპლომატების მოსმენებზეც აღმოჩნდა ცნობები, რაც ვენის კონვენციის დარღვევა და დიპლომატიური სკანდალია.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სავარაუდოდ ქვეყანაში, ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოც იქნება.

პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დღეს ოპოზიციის წევრებიც შეხვდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა