თეგებით ძიება

ჩამოვდივარო?... როგორც კი ჩამოვა, იქნება დაკავებული - ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, 2 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

"ეს კაცი, უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. ჩვენს ხალხს რომ ავუხსნა კიდევ ერთხელ, სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა.

ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს 2003 წელია, ნებისმიერ პროვოკაციაზე, ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში.

დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა და გამოაგდეს და ჩამოვიდა. რა უნდა მოხდეს, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით"-თქვა ღარიბაშვილმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, 27 სექტემბერს გააკეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა