თეგებით ძიება

თუ ძმა ხარ, გაჩერდით... - შოთა ხაბარელი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შოთა ხაბარელს მესამე პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული ბილეთის სჯერა და ამბობს, რომ ის ვერ ჩამოვა.

"რამდენჯერ მოდის, ვერა და ვერ გადმოფრინდა, ვერ ჩამოვიდა, ჩამოვა და თუ ჩამოვა იცის სადაც უნდა წავიდეს კარგად. მისი ეს მოტყუება თავისივე ამომრჩევლის, რამდენჯერ უნდა მოატყუოს, ხომ არ სჯერათ. ბილეთი აღებული აქვს, თუ ძმა ხარ რა, გაჩერდით კაცო რა, რა სისულელეა.

მან უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულებზე რაც გაუკეთა ქვეყანას, უნდა აგოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, ის აბსურდი, რასაც "მთავარი" "ტვ პირველი" და იქ კიდე "ფორმულა" ახმოვანებს, ეს არის ტყუილი", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, 27 სექტემბერს გააკეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა