თეგებით ძიება

ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, არ აქვთ გააზრებული , რომ მართლაც ჩამოდის სააკაშვილი - გუბაზ სანიკიძე

ქართველი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ამბობს,რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და ამით ფაქტის წინაშე დადგება ყველა.
არ აქვთ გააზრებული, რომ მართლაც ჩამოდის - მბობს გუბაზ სანიკიძე.

"არ აქვთ გააზრებული, რომ მართლაც ჩამოდის სააკაშვილი. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმედი აქვთ სააკაშვილი ან გადაიფიქრებს ან ვინმე გადააფიქრებინებს. რიჩარდ ლომგულები ლაპარაკობენ სიმამაცეზე. ნანახი მაინც არ მყავდეს "ოცნების" შემადგენლობა.
სააკაშვილი ჩამოვა და ფაქტის წინაშე დადგება ყველა. მიშას ყოფნა საქართველოში, ქართულ მიწაზე უკვე ფაქტის წინაშე დაყენებაა ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის, ხელისუფლების და ოპოზიციის. სააკაშვილის პერსონა რომ არ იყოს, საერთოდ ვინ რისი გამკეთებელია ახლა?“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა რომ საქართველოში ბრუნდებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა