თეგებით ძიება

"ყველას დაგვანახვა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს" - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე(ვიდეო)

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

„სააკაშვილმა არავინ არ შეაწუხა, ეს იყო საინტერესო რამ. არ შექმნა უკრაინის ტიპის პრეცედენტი. ყველას დაგვანახვა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, საზღვარი აღარ არსებობს ამ მმართველობის გამო. ის უნდა წარდგეს ჯანმრთელი, რეფორმირებული მართლმსაჯულების წინაშე. ახლა ჩვენ უნდა ვიმარჯვოთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა