თეგებით ძიება

ე.წ. სამხრეთ ოსეთი სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს.

"სამხრეთ ოსეთს აქვს უფლება მოითხოვოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია - წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მედოევმა ხაზი გაუსვა, რომ „სააკაშვილს ელოდება სამართლიანი სასამართლო პროცესი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი“.

„ვგულისხმობ 2004 და 2008 წლებში ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის 260 (III) რეზოლუციით“, - განაცხადა მედოევმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა