თეგებით ძიება

ISFED- ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში.

"უბნის მიმდებარედ ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა მასშტაბური სახე მიიღო. ზოგიერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება, მათ შორის, ავტომობილში. დაფიქსირდა უბნის მიმდებარედ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებიც.

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის:

ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 17.7%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც მცირე ზრდაა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (16.3%)

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 15.8%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (14.7%) ასევე მცირე ზრდაა

რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18.5% შეადგინა (+/-0.6% ცდომილების ხარისხით)", - ნათქვამია ორგგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა