თეგებით ძიება

"ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის“ - ნათელაშვილი გვარამიას

პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა.

„მინდა გავაფრთხილო „ეგზიტპოლმაისტერი” ნიკა გვარამია. როგორც კი გამოაცხადებს ე.წ ვითომ იპსოსის ტრადიციულად ჩვენს მიმართ ხელისუფლებასთან სავაჭროდ გაყალბებულ ეგზიტპოლს, მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის“,- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მოგვიანებით „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში „მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

„ბატონო შალვა, რა ციფრებიც მომივა, იმას გამოვაცხადებ. თქვენსასაც და სხვისასაც. ასევე იზამს ედისონიც, დარწმუნებული ვარ. თქვენი მუქარაღა მაკლდა ახლა.

p.s ლეიბორისტებით როგორ უნდა ვევაჭრო მთავრობას? ჰაერს ვყიდი?" ,- წერს გვარამია.

წყარო - digest


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა