თეგებით ძიება

არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა - ბრიტანეთის საელჩო

არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა, -ასე აფასებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 2 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს.

"მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.

აღნიშნული ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე2 ტურის კამპანიაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა