თეგებით ძიება

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს, შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გარშემო მყოფებს არ დაუპირისპირდეთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენს მსოფლმხედველობაში ცვლილება მოხდეს.

კურო

ყოველმხრივ წარმატებული დღეა. შესაძლოა, გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. ამ დღეს ექსპერიმენტი ძველ, გამოცდილ მეთოდზე უფრო წარმატებული იქნება. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას ადვილად მოახერხებთ, არ დაიბნევით და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ტყუპები

ეცადეთ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ და წარმატებული დღე გექნებათ. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა და ქედმაღლობამ შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ. ნუ დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ, რომლებთანაც ადრე უკვე ითანამშრომლეთ. ახლა არახელსაყრელი დროა ახალი პარტნიორების მოსაძებნად. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის წევრებს მიაქციეთ – მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

კირჩხიბი

შესაძლებლობა გექნებათ, რომ მოვლენების ჩვეულებრივი მიმდინარეობა შეცვალოთ. მაგალითად, ახალ საქმეზე გადაერთოთ. ექსპერიმენტების არ გეშინიათ და ისე იქცევით, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ. ამან შეიძლება გარშემო მყოფების გაოცება და აღშფოთებაც კი გამოიწვიოს, თუმცა თქვენსას გაიტანთ და წარმატებას მიაღწევთ.

ლომი

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ურთიერთობა მოგიწიოთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი არ ესმით. ხანგრძლივ ახსნა-განმარტებებს და კამათს დიდი ენერგია სჭირდება, ამიტომ საღამოს დაღლილობას იგრძნობთ და დასვენებისთვის განმარტოვდებით. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა უმჯობესია, არ იჩქაროთ. ჯერ ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.

ქალწული

ამ დღეს ბევრი რამ უნდა მოასწროთ, ამიტომ მიზნები და პრიორიტეტები რაც შეიძლება ადრე უნდა განსაზღვროთ. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან და გაძლევენ რჩევებს, რომლებიც არ გითხოვიათ. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ, რათა სხვა ადამიანების მანიპულაციების მსხვერპლი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

სასწორი

დაძაბული დღეა. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში გეხმარებოდნენ, ახლა საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულები, ამიტომ, მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. შანსი გექნებათ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა აღადგინოთ.

მორიელი

ამ დღეს ახალი გარემოებების გამო გეგმების ხშირად შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების გაგება და მხარდაჭერა მოგაკლდეთ. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებით, თუმცა ასე არაა. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ და ჰორიზონტი გაიფართოოთ. დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ფინანსურ საკითხებში გარისკვას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია. იმ მშვილდოსანს, ვინც მზად არის მოძველებული შეხედულებებისგან გათავისუფლდეს, ვარსკვლავები ახალ შესაძლებლობებს ჰპირდებიან.

თხის რქა

დღე რთულად დაიწყება, მაგრამ კარგად დასრულდება. რთულ სიტუაციებშიც კი სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ და ამაში ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გეხმარებათ. გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. ეცადეთ, ისე დაეხმაროთ, რომ საკუთარი საქმე არ დააზარალოთ. ოჯახში მცირე გაუგებრობა გელით - ახლობლებს თქვენი მოქმედების მიზეზი ყოველთვის არ ესმით.

მერწყული

ამ დღეს ბევრი სასარგებლო საქმის კეთების შანსი გექნებათ. თქვენ გაუმკლავდებით იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. ამისთვის საკუთარ მეთოდებს იყენებთ და გარისკვის არ გეშინიათ. ხელსაყრელი გარემოება საშუალებას მოგცემთ, შემოსავალი გაზარდოთ. ახალი ნაცნობი თქვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს და ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ.

თევზები

შესაფერისი დღეა ძველი პრობლემების მოგვარებისა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისთვის. შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ცვლილებების დასაწყისი გახდეს. უარს ნუ იტყვით უჩვეულო შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ. ის შეიძლება ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა