ტოპ-10 ქალაქი, სადაც ყველაზე მწვანე და ეკოლოგიური ქუჩებია
მსოფლიოში ყველაზე მწვანე ქალაქის წოდება ამერიკის ტემპამ დაიმსახურა. აღნიშნული რეიტინგი Visualcapitalist-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგი იყენებს Treepedia-ს მონაცემებს, რომელიც MIT Senseable City Lab-მა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობით შეიმუშავა.
Treepedia-ს მწვანე ხედის ინდექსი 0-დან 100-მდე დიაპაზონშია და აფასებს ხის ფოთლის ხილვადობის პროცენტულ მაჩვენებელს მოცემულ ადგილას. მისი მეთოდოლოგია აანალიზებს Google Street View-ს პანორამებს კომპიუტერული ხედვის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს გამწვანების ხედს ფეხით მოსიარულეთა დონის პერსპექტივიდან და არა თანამგზავრული ხედიდან.
ტოპ-10 ქალაქი, სადაც ყველაზე მწვანე ქუჩებია, ასე გამოიყურება:
- ტამპა, აშშ 36.1%
- ბრედა, ნიდერლანდები 29.3%
- სინგაპური, სინგაპური 29.3%
- ოსლო, ნორვეგია 28.8%
- სიდნეი, ავსტრალია 25.9%
- ვანკუვერი, კანადა 25.9%
- მონრეალი, კანადა 25.5%
- კემბრიჯი, აშშ 25.3%
- ხალაპა, მექსიკა 24.0%
- დურბანი, სამხ. აფრიკა 23.7%%
ცნობისთვის, სილამაზის გარდა, ხეებს ქალაქში საკმაოდ ბევრი დანიშნულება აქვთ: მათ შეუძლიათ სითბოს შემცირება, წვიმის წყლის მართვა, ქუჩები ფეხით მოსიარულეთათვის უფრო კომფორტული გახადონ და ა.შ.