თეგებით ძიება

29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს

29 ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ.

„საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ და სანაცვლოდ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებისკენ მოუწოდებენ. ასევე აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება 2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას;

მთავრობას ეუბნებიან, რომ კანონის რეალური მიზანი პარტნიორების დამორჩილების სურვილია, რაც ძირს გამოუთხრის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სურვილს;

კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი არ არის ამერიკული FARA-ს მსგავსი და პირიქით, ის ვლადიმირ პუტინის რუსულ კანონს ჰგავს. კონგრესმენების აზრით, ამ კანონის მიღება საქართველოში რუსული გავლენების ზრდას გამოიწვევს;

შეშფოთებას გამოთქვამენ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით და გმობენ მის სიტყვებს, რომლებსაც "საშინელს" უწოდებენ;

უსვამენ ხაზს, რომ შეშფოთებები გაიზარდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მათ შორის აშშ-ს მოქალაქეებზე იძალადა;

ყურადღებას ამახვილებენ, რომ ინიციირებული კანონპროექტი მოიწონეს პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მაშინ, როცა ის საქართველოს ახლო პარტნიორებმა დაგმეს;

აღნიშნავენ, რომ თუ ქართული ოცნება რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ სვლას გააგრძელებს, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გადაფასება მოხდება და როგორც ბელარუსის შემთხვევაში 2004 წელს ბელარუსის დემოკრატიის აქტი მიიღეს, მზად იქნებიან მსგავსი ნაბიჯებისთვის. კონგრესმენები ამბობენ, რომ კანონის გაწვევის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება პირდაპირი საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად. ხოლო თუ მას არ გაიწვევენ, 29 კონგრესმენი პირობას დებს, რომ ეცდებიან სენატის დარწმუნებას სანქციების დაწესებაში.“

წერილის თარგმანს „ტაბულა“ აქვეყნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა