თეგებით ძიება

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, სააკაშვილი ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი მოურავების ტყვეობაში დიდხანს ვერ იქნება.

"უახლოეს პერიოდში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ორგანიზება, მთავარი მოთხოვნა იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, - აცხადებს ხაბეიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა