თეგებით ძიება

საელჩოს წარმომადგენლები მოქმედ დეპუტატებს ღილაკზე თითის დაჭერასაც კი უკრძალავენ, შეეგუეთ, რომ ჩვენი კოლონია იქნებით ან საერთოდ არ იქნებითო - დავით ქართველიშვილი


გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს დაინიცირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში - ეს პირობა საზოგადოებას იმ დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე 2023 წლის 9 მარტს მისცა, სანამ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" უკან გაიწვევდნენ. რამდენად გამართლებული იყო საკუთარი პირობის უკან წაღება, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ უცხოეთიდან შემოსული ფულის მონიტორინგისთვის საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები გზა გამოენახა და  რას გეგმავს ის რევოლუციური მუხტის შესამცირებად? ამ და სხვა კითხვებით TIA.GE-მ „ხალხის ძალის“ წევრს, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს მიმართა:

- როდესაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ყოველი არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდგომ ქვეყანა საბოტაჟის არნახულ მაგალითებს აწყდება, როდესაც საპარლამენტო მუშაობის 6-თვიან ბოიკოტირებას და ანტიკონსტიტუციური ჩანაწერების იძულებას ვხედავთ, რომელსაც 43% დათქმა ქვია და რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, როდესაც პოლიტპატიმრებად აცხადებენ კრიმინალებს, რომლების ადგილი ციხეშია და შემდგომ ციხიდან ნაცების პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოჰყავს, როდესაც არასამთავრობო სექტორი ტრიბუნაზე ამოდის და ანტისამთავრობო სექტორად გვევლინება, რომელიც ქვეყანაში ტექნიკური მთავრობის შემოღებაზე ქადაგებს, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ კვლევებს განგებ აყალბებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ბრალი დასდოს და ქვეყანაში რევოლუციური მუხტი აწიოს. როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჩვენთან ფერადი რევოლუციებიის პოლიტექნოლოგები ჩამოჰყავს, მაგრამ ჩვენს კითხვებს და გულწრფელ შეშფოთებას უტიფრად პასუხობენ, რომ ეს კულტურის მუშაკებთან დაგეგმილი ტრენინგებია, არადა მთელმა საქართველომ დაინახა სუს-ის მიერ გადაღებული, ოპერატიულლი მასალები. როდესაც შარშანდელი მარტიდან მოყოლებული, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა არაერთი დაპირება მოისმინეს, რომ კანონი საჭირო არაა და საკუთარ ხარჯებს და ამ ხარჯების მიზნობრიობას ისედაც გამჭვირვალედ ანახებდნენ, მაგრამ არც ერთი ეს დაპირება არ შესრულდა. როდესაც არსებობს ინფორმაცია და რეალური საფრთხე, რომ 5 ნოემბრამდე ანუ ამერიკის არჩევნებამდე, ამ ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლება ყველანაირი ხერხით, მათ შორის, არაკონსტიტუციიური, ძალადობროვ გზით უნდა შეიცვალოს და ამისთვის ხარჯებს არ დაიშურებენ და დიდ ფულს ჩადებენ, ხელისუფლებას ლეგიტიმური უფლება არ აქვს ამ ფულის შემოდინებით და ხარჯვის მიზნობრიობით დაინტერესდეს? მაშინ უნდა დანებდეს და წავიდეს, არადა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. მაშინ რა უნდა მივიღოთ? კვლავ რევოლუცია, კვლავ პუტჩი და სამოქალაქო დაპირისპირება? 

- როდესაც ასეთი ინფორმაცია არსებობს, ხელისუფლებამ რევოლუციური მუხტის გამოსარიცხად, უფრო ფრთხილად და  მოზომილად არ უნდა იმოქმედოს? ფაქტია, რომ ამ დრომდე ახალგაზრდობა საპროტესტო აქციებზე მასიურად არ გამოდიოდა... 

- საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების რამდენი პროცენტი დგას ახლა აქციებზე? მთელი დღე გვაშინებენ, რომ თსუ-ს 226-მა ლექტორმა  პეტიციას ხელი მოაწერა და საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა. უბრალო კალკულატორით შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ეს 226 ადამიანი თსუ-ს პროფესორ მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 4%-ია და ყველა მათგანი ნაცმოძრაობის აქტიური წევრია. თსუ-ში დღეს 35 000 სტუდენტი სწავლობს. აქედან 1,5%-მა თქვა გაფიცვას ვაცხადებთ და პროტესტის ნიშნად, ლექციებს აღარ დავესწრებითო. შეიძლება, რომ ამ ციფრებით მანიპულაციების საფუძველზე კატასტროფული სურათი  შექმნა  და ვიღუპებითო იძახო? მე ასე არ მგონია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების თუნდაც ამ წამოწყებას მხარს უჭერს, როგორც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების იდეას, რომელიც ასევე, აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანონ. იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან არის ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პოლიტიკის გატარება, რასაც კანონპროექტების შემუშავების დონეზეც კი გვიკრძალავენ. კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები მოქმედ დეპუტატებს  ღილაკზე თითის დაჭერასაც კი უკრძალავენ ანუ გვეუბნებიან, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოვი ერთეული არაა. შეეგუეთ, რომ ჩვენი კოლონია იქნებით ან საერთოდ არ იქნებითო, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ. 1989 წლის 9 აპრილს სისხლიანი ზვარაკი ამისთვის გავწიეთ, იმპერიას ამისთვის გამოვექეცით და 34 წლიანი უმძიმესი პერიოდი ამისთვის გავიარეეთ, ამიტომ პროცენტნახევრიან სტუდენტურ პროტესტსაც გავუძლებთ და 4% -იან მასწავლებლების პროტესტსაც. რაც არ უნდა ილაპარაკონ, 29 აპრილს მართლა 200 000 კაცი იყო გამოსული. 17 მაისი მოდის და ოჯახის სიწმინდის დღის გარშემო, მრევლის აპოლიტიკური შეკრება იქნება და კიდევ კარგად დათვალონ ადამიანი რამდენი გამოვა ქუჩაში. მოსახლეობას და საზოგადოებას არ უნდა, რომ აქციების და კონტრაქციების დონეზე მოხდეს შეტაკება, რასაც აუცილებად სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვება, რაც ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ შედის, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის. ჩვენ ამ საჩუქარს მათ არ გავუკეთებთ და ეს ყველაფერი ჩაცხრება. მიღებული იქნება კანონი, რომელიც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს  - თუ ჩემს ტერიტრიაზე ფული შემოგაქვს და ეს ფული პეპლების პოპულაციის ამაღლებაზეა გაწერილი, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ნუ ასაზრდოებს. თავად ოპოზიციური სპექტრის ლიდერები, მაგალითად, პარლამენტში „გირჩის“ წარმომდგენელს, ალექსანდრე რაქვიაშვილს წამოსცა, რა ვქნათ, ჩვენი პარტიული ფული არ გვყოფნის და ამიტომ ფილიალებად გვაქვს შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებიო, რომლებსაც ფულით ისე ასაზრდოვებენ, რომ ამის შესახებ ელემენტალური ინფორმაცია არა გვაქვს. ამ დროს, საქართველოს კონსტიტუციით, უცხო ქვეყნიდან ნებისმიერი ჩვენი პარტიის დაფინანსება აკრძალულია. ასე ნელ ნელა მივალთ იქამდე, რომ სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებობას ისევე დავკარგავთ, როგორც ეს სამწუხაროდ, 1921 წელს მოხდა, რაც არ გვსურს.

- ხელისუფლება კანონის შერბილებას და მუხლების შეცვლას კიდეც რომ დათანხმდეს, ოპოზიციას უკვე სხვა მოთხოვნები გაუჩნდა. „კანონის მიღება, არ მიღებით, ამ ქვეყნის ეგზისტენციური პრობლემა არ წყდება - ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს“ - ამას სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი წერს. 

- რა თქმა უნდა, კანონი საბაბია. კანონის შემობრუნების გარეშეც, 5 ნოემბრამდე ამოცანა ამოცანად დარჩებოდა. უბრალოდ, ხელისუფლების შეცვლის საბაბი 26 ოქტომბრისკენ გადაინაცვლებდა. ხელისუფლებას რამდენი დამკვირვებელიც არ უნდა ჩამოეყვანა, აუცილებლად აგორდებოდა ტალღა, რომ არჩევნები გაყალბდა. „არა რუსულ კანონს“ „არჩევნები გაყალბდა“ შეცვლიდა. ხელისუფლება ცდილობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი კატაკლიზმები ახლა შეარბილოს. მალე ყველა დაინახავს, რომ გონიერი და პრამატიკოსი ევროპელი პოლიტიკოსები სიტუაციის ესკალაციაზე არ წავლენ, იმიტომ, რომ საპროტესტო აქციის მხარეს არ დგას არც დიმიტრი ყიფიანი, არც ამბროსი ხელაია და არც მერაბ კოსტავა - ლიდერები, რომლებიც ვითარების გამწვავებას რეალურად შეძლებდნენ. ისინი ადამიანები, კაცები და ქართველები იყვნენ და ამ ცრუ ფეიკ ნარატივზე ლიდერებად ისინიც ვერ ჩამოყალიბდებოდნენ იმიტომ, რომ აბსოლუტური სიცრუეა. ამ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთში კი არა, ღირსეული ევროკავშირისკენ მიჰყავს.

-  უნდა ვაღიაოთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების გაფრთხილებები და განცხადებები მოსახლეობაში დაძაბულობას და არასტაბილურობის განცდას აჩენს. 

-  იმას, რითიც ძირითადად გვაშინებენ, ანუ მინიჭებული სტატუსის უკან გაწვევას ევროკავშირში შემავალი 27-ვე ქვეყნის სრული კონსენსუსი სჭირდება. სრული კონსენსუსი სჭირდება ასევე ევროლიბერალიზაციის რეჟიმის გაუმებას და მთელ რიგ სხვა საკითხებს და ნურავის ჰქონია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანაში საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები არ ჰყავს. ესენი არიან: ჩეხეთი, სლოვაკეთიი, უნგრეთი, ხორვატია, ავსტრია.. ვიღაც აუცილებლად გამომრჩება. არის ასევე სამწუხაროდ, ამერიკული ზეგავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიოფები, რომელთა ლიდერები ჩვენთან მიმართებით საკუთარ პოზიციას კი არ აჟღერებენ, იმას გეუბნებიან, რასაც ვაშინგტონიდან ჩასძახებენ. ამ პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდა შარშან მაკრონი და თავის შარშანდელ ნარატივზე წელსაც მტკიცედ დგას. მოკავშირეობა ვასალური დამოკიდებულებაში ნუ გერევათო - მიმართა მან ვაშინგტონს  და სწორედ საფრანგეთია დღეს ჩვენზე უფრო მკაცრი, მსგავსი კანონის ავტორი, რომელსაც სენატის ზედა პალატა ამ თვის ბოლომდე მიიღებს. რატომ იღებენ ამ კანონს, მშვენივრად არის ასახული საფრანგეთის დაზვერვის 2022-23 წლის ანგარიშში, რომელიც საფრანგეთიის პარლამენტს წარედგინა. იქ სხვა საკითხებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომდინარე საფრთხეებზეც წერია. ჩვენ რომ ეს ჩაგვეწერა კანონში, წარმომიდგენია, რას იტყოდნენ და იზამდნენ. საფრანგეთი დღეს ძალიან ჯანსაღ პოზიციას იკავებს და ზუსტად ამის გამო თავის ევროპულ ტურნეში ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მაკრონთან შეხვედრას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო. მაკრონი არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია ევროკავშირი ამერიკის ადმინისტრაციის მძევლობიდან გამოიყვანოს და ჩვენც ამ პოლიტიკას მივყვებით. ამაზე კარგი რა უნდა იყოს? ხოლო ახლა რაც ხდება, დროებითი მოვლენაა, რომელიც დასრულდება დიდი იმედია, 5 ნოემბერს თეთრ სახლში ცვლილებების და დიდი ალბათოობით, რესპუბლიკელების დაბრუნების შემდეგ და 2025 წლიდან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო დაჩქარებული  და აქამდე არნახული პერსპექტივები გაეხსნება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა