თეგებით ძიება

იმედია, ო'ბრაიენი ჩამოვა 3 თემით - ვიზალიბერალიზაცია, ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა - ირაკლი კობახიძე

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო ბრაიენი ჩამოდის. გავრცელებული ინფორმაციით,  ო’ბრაიენი საქართველოში 13 მაისს, ღამით ჩამოდის და შეხვედრებს 14 მაისს გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში შეხვედრებს გამართავს "ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა გამოხატოს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ".

მე არაფერი არ ვიცი, მე საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ო'ბრაიენი, ანუ არავითარი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა.

მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონო ო'ბრაიენი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა