თეგებით ძიება

თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება - ენმ-ის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარედასაჭერად, თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. გადაწყვეტილება პარტის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიირეს.

როგორც ენმ-ის ერთ-ერთმაქ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სხდომის შემდეგ განაცხადა, კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ უნდა გაიმართოს ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში. მიუხედავად იმისა, იცით, რომ რუსთავის ციხესთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება აქციები და არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და ვლადიმერ პუტინის ოცნების ასრულება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის ქვეყნის სირცხვილი და ქვეყნის თითოეული მოქალაქის სირცხვილი, გააგრძელონ საპორტესტო აქციები, იქნება ეს რუსთავის ციხესთან თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. ​​პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში. კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა