თეგებით ძიება

„სიტუაცია სერიოზულად არის გაუარესებული" - ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილი მეუღლე, უკვე მეორედ შეხვდა მიშას ციხეში, ჟურნალისტებთან მან კომეტარი გააკეთა:

„სიტუაცია სერიოზულად არის გაუარესებული. უკვე მეორე კვირაა შიმშილობა გრძელდება. მან წონაში 12 კგ-ზე მეტი დაკარგა. საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უკვე ძალზე დაზიანებულია. მსოფლიო ამას თვალყურს ადევნებს, არსებობს ევროპარლამენტის არაერთი წევრის განცხადება, ისინი ძალზე შეშფოთებულები არიან, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუვიდა და რომ ის უკანონოდ დააკავეს, საჭიროა მისი გათავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა" - ამბობს ლიზა იასკო.

ლიზა იასკო საქართველოში დღეს, სპეციალურად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოფრინდა. დღესვე ის კიევში დაბრუნდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა