თეგებით ძიება

"არ შემიძლია, არ ვაღიარო სააკაშვილის სიმამაცე" - მარგველაშვილი

არ შემიძლია, არ ვაღიარო მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯის პოლიტიკური წონა და მისი სიმამაცე, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ვინმე თუ უპირისპირდებოდა სააკაშვილის პოლიტიკას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთი მე ვარ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვაღიარო მისი ნაბიჯის პოლიტიკური წონა და მისი პიროვნული თვისება, სიმამაცე ამ ნაბიჯის გადადგმისას. არ შემიძლია, არ ვიყო შეშფოთებული იმაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში და შიმშილობს.

ვარ საქართველოს მოქალაქე და ვიცი, რომ ეს არის ჩემი ქვეყნისთვის რთული მოვლენა. თუ ვინმეს ეიოლება, ესე იგი, არ ესმის, არ უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, როდესაც ცხვირში ძვალი გვაქვს გაყრილი და ნახევრად ტიტვლები დავრბივართ, რომ შევჭამოთ ჩვენი ტომის ბელადი ადრე თუ გვიან. ამ მდგომარეობიდან, ცეცხლის გარშემო მორბენალი ადამიანებიდან ისტორიულად უფრო მაღალ საფეხურზე თუ არ გვინდა გადავინაცვლოთ, მაშინ დიდი სიხარულით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სააკაშვილი დაპატიმრებულია. მაგრამ კიდევ ერთხელ, მოგვწონს თუ არა სააკაშვილი, ის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა